ახალი ამბები

კოლეჯ

კოლეჯ "აისში" სატყეო საქმის სწავლის პროცესი დაიწყო

28 ნოემბერი 2017

საზოგადოებრივ კოლეჯ ,,აისი’’-ში სწავლის პროცესის გახსნის ცერომონიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი, საქართველოში ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის მრჩეველი გერჰარდ შაუმბერგერი და გერმანიის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძრვანელი დანიელ ჰაასი GIZ პროგრამის ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში დირექტორი დაესწრენ.

გერმანიისა და ავსტრიის მთავრობების დახმარებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო 2014 წლიდან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში სატყეო განათლების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიმართულებით. კოლეჯი მიმდინარე წელს განახლებული პროგრამით იწყებს სატყეო საქმის სპეციალისტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვას.

  • შემუშავებულია სატყეო განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2017-2020 წლებისთვის, რომელიც მოიცავს ყველა საფეხურის განათლების გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს.
  • სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოხდა სატყეო საქმის სპეციალისტის პროფესიული სტანდარტისა და საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით.
  • განხორციელდა კოლეჯების ტექნიკური მხარდაჭერა და აღჭურვა იმ საჭირო ინვენტარით რაც აუცილებელია ამ პროფესიის ეფექტური სწავლებისათვის.
  • გადამზადნენ მასწავლებლები, მათ შორის ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.
  • სასწავლო დაწესებულებებსა და სააგენტოს შორის გაფორმებულია ურთერთანამშრომლობის მემორანდუმები, რაც ხელს შეუწყობს მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობას.
კოლეჯ
კოლეჯ
კოლეჯ
კოლეჯ
კოლეჯ
კოლეჯ
კოლეჯ
კოლეჯ
კოლეჯ
კოლეჯ
კოლეჯ