ახალი ამბები

2017 წელს განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია

2017 წელს განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია

13 თებერვალი 2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების მიერ 2017 წელს განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა ასახავს მოსახლეობის ტყეზე დამოკიდებულებასა და კავშირს ბუნებრვ კატასტროფებთან და ის სამინისტროს თხოვნითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით 100-მდე სოფელში ჩატარდა და 3000-მდე ბენეფიციარი გამოიკითხა. კვლევის შედეგები დაეხმარება ტყის მართვის ორგანოებს ეფექტურად დაგეგმონ სექტორის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლბლობების გაძლიერების ღონისძიებები.

შეხვედრას, მსოფლიო ბანკის სატყეო პროგრამების კოორდინატორი ტუკა კარსტენი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშილი და ეროვნული სატყეო საგენტოს სპეციალისტები ესწრებოდნენ.

2017 წელს განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია
2017 წელს განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია
2017 წელს განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია