ახალი ამბები

საჯარო სკოლების შეშით მომარაგება

11 სექტემბერი 2017

ეროვნული სატყეო სააგენტო საჯარო სკოლების შეშით მომარაგებას აგრძელებს. ამჯერად, კახეთის რეგიონში 7 საჯარო სკოლა სათბობი შეშით მომარაგდა. სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა სამუშაოებს სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. 
მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სააგენტო შეშით მომარაგების მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით 1600-მდე საჯარო სკოლას გაუწევს.
აღნიშნული ინიციატივა არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებების ხელშეწყობას, არამედ, ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვას შეუწყობს ხელს, რაც მომავალში მერქნული რესურსებით სარგებლობის ეფექტურ მექანიზმს შექმნის. 
საქართველოს 9 რეგიონში სკოლების სათბობი შეშით მომარაგების პროცესი მიმდინარე წლის ნოემბრამდე დასრულდება.