ახალი ამბები

ცაგერის საჯარო სკოლების უზრუნველყოფა შეშით

11 სექტემბერი 2017

ეროვნული სატყეო სააგენტო საჯარო სკოლების შეშით მომარაგებას აგრძელებს.
ამჯერად, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსასხურმა ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება დაიწყო. დღეისათვის რეგიონის მასშტაბით საშეშე მერქანი შეტანილია სოფელ აღვის, ჩხუტელას, ალპანისა და ღვირიშის საჯარო სკოლებში.
რაჭა- ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში 25 საჯარო სკოლა მომარაგდება 554 კუბ. მეტრი სათბობი შეშით. მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სააგენტო შეშით მომარაგებით მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით 1600-მდე საჯარო სკოლას გაუწევს. 
საქართველოს 9 რეგიონში საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგების პროცესი მიმდინარე წლის ნოემბრამდე დასრულდება.