ახალი ამბები

NPI_FLEG II-ის პროგრამის რეგიონალური სამრჩევლო საბჭოს სხდომა

8 თებერვალი 2018

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა გურიის რეგიონში NPI_FLEG II -ის პროგრამის რეგიონალური სამრჩევლო საბჭოს სხდომას დაესწრო. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და ევროკავშირისა და ავსტრიის მთავრობის დაფინანსებით სატყეო სექტორის გაძლიერების ხელშემწყობ ღონისძიებებს მსოფლიო ბანკი, IUCN და WWF ახორციელებდნენ. შეხვედრაზე მიღწეული შედეგები განიხილეს, მათ შორის , ჩოხატაურის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები და მართვის გეგმა, რომელიც 2017 წელს 52 509 ჰა ფართობზე ჩატარდა და შემუშავდა ტყის მართვის გეგმა მომავალი 10 წლიანი პერიოდისთვის.
ღონისძიებას მსოფლიო ბანკის, WWF-ის, IUCN-ის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმართველობის, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.