ახალი ამბები

ეროვნული სატყეო სააგენტო „პანკისობა 2017“-ზე

2 ოქტომბერი 2017

სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, 30 სექტემბერს გამართულ სახალხო დღესასწაულ „პანკისობა 2017“ - თან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
სააგენტოს თანამშრომლებმა, სოფელ დუისის სტადიონზე, მათთვის გამოყოფილ კუთხეში, არამერქნული რესურსის და ადგილობრივი ბავშვების მიერ, ტყის თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის სპეციალისტმა იაკობ კაპანაძემ, ტყის ხანძრებზე და მავნებლებთან ბრძოლის მეთოდებზე ეკო-მინი გაკვეთილი ჩაატარა.
ღონისძიების ბოლოს, უწყებრივი სიგელები გადაეცათ ადგილობრივ ტყის მცველებს.