ახალი ამბები

შეხვედრა რეგიონალური სამსახურების ხელმძღვანელებთან

შეხვედრა რეგიონალური სამსახურების ხელმძღვანელებთან

11 სექტემბერი 2017

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ, სააგენტოს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სამსხურების უფროსებმა წარადგინეს ანგარიში საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგების მიმდინარე დინამიკაზე და სოციალური ტყე-კაფების გამოყოფის პროცესზე. საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება ამ ეტაპზე სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს.
აღნიშნული ინიციატივა არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებების ხელშეწყობას უზრუნველყოფს ზამთრის სეზონის მომზადებულად შხვედრის მხრივ, არამედ, ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვისათვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც მომავალში მერქნული რესურსებით სარგებლობის ეფექტურ მექანიზმს შექმნის. მიმდინარე წლის ნოემბრამდე სატყეო სააგენტო სათბობი შეშით მომარაგებით მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით 1600- მდე საჯარო სკოლას გაუწევს.