ახალი ამბები

ნათია იორდანიშვილი შვედეთის ტყის კვლევითი ინსტიტუტის დოქტორანტებს შეხვდა

24 ოქტომბერი 2018

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი შვედეთის ტყის კვლევითი ინსტიტუტის დოქტორანტებს შეხვდა და მათ სააგენტოს საქმიანობა გააცნო და ქვეყნის სატყეო სექტორის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე კონკრეტული მიმართულებების მიხედვით ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების საჭიროებებზეც ისაუბრეს, რაც შესაძლოა სამომავლო თანამშრომლობის საფუძველიც გახდეს. ქვეყანაში სატყეო განათლების გაძლიერება, გამოყენებითი და სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა სააგენტოს ერთ- ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს და აქტიურად თანამშრომლობს როგორც ქვეყანაში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო წრეებთან. შვედი დოქტორანტები საქართველოში ილიას სახელობის უნივერსიტეტის მოწვევით იმყოფებიან.