ახალი ამბები

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის დელეგაციასთან

10 სექტემბერი 2018

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის დელეგაცია იმყოფება. კომიტეტის თავმჯდომარეს დანნა ბალცაროვას და დელეგაციის წევრებს ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე თორნიკე გვაზავა მოადგილეებთან ერთად შეხვდა. მხარეებმა სატყეო სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, თბილისის მერიისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს. ასევე, ეწვივნენ თუშეთის დაცულ ტერიტორიებს, სადაც მათივე ფინანსური მხარდაჭერით რამდენიმე პროექტი ხორციელდება.