ახალი ამბები

ნახანძრალი ტერიტორიის შემსწავლელი კომისიის სხდომა

ნახანძრალი ტერიტორიის შემსწავლელი კომისიის სხდომა

16 ოქტომბერი 2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ბორჯომსა და წაღვერში ნახანძრალი ტყის ტერიტორიის შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ის აუცილებელი საკითხები განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს ნახანძრალი ტყის სწორად აღდგენას. ასევე, დაიგეგმა კომისიის საველე გასვლა ნახანძრალ ფართობებზე არსებული პრობლემების ადგილზე შესწავლის მიზნით. კომისიის შემადგენლობაში შედიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.