ახალი ამბები

5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო  დღე

5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

5 ივნისი 2018

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ყვარლის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. „უთხარი პლასტიკს არა“ - კამპანიის ფარგლებში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა მიიღეს. სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა ეკო-კლუბელებს გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდა. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
დღესვე ნათია იორდანიშვილმა “ეკო-კლუბის”- მოსწავლეებს ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევე სპეციალისტების მიერ შექმნილი სასკოლო-სანერგეს პროექტი გადასცა, რომელიც სექტემბრის თვიდან ამავე სკოლის ეზოში მოეწყობა. მოსწავლეები დათესავენ წაბლისა და ცაცხვის თესლს, დააკალმებენ ვერხვს და დეკორატიულ ვარდს და შემდგომში თავად იზრუნებენ მცენარეების მოვლა-პატრონობაზე.

1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო  დღე
5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო  დღე
5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო  დღე
5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო  დღე
5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო  დღე
5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო  დღე
5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო  დღე
5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო  დღე
5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო  დღე
5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო  დღე