ახალი ამბები

ეროვნული სატყეო სააგენტოს წლიური ანგარიშის წარდგენა

26 ივლისი 2018

ეროვნული სატყეო სააგენტოს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ მედიის წარმომადგენლებს გააცნო. ტყის მოვლა-აღდგენა, უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის ღონისძიებები, ხე-ტყის დამზადება, სოციალური ჭრები, სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია - ეს ის თემებია, რაზეც მედიის წარმომდაგენლებმა ინფორმაცია მიიღეს. 


თორნიკე გავზავამ სააგენტოს სამომავლო გეგმბზეც ისაუბრა. უკანონაო ტყითსარგებლობის შემცირება და ჩრდილოვანი ბიზნესის ლეგალიზაცია, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა, ხე-ტყის ლეგალური ბაზრის ჩამოყალიბება, ხე-ტყის დამზადებისა და გადამუშავების კონკრეტული გარემოს შექმნა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა - ამ მიმართულებით მუშაობას ეროვნული სატყეო სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. 


ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა, მედიის წარმომადგენლებს “ტყის კოდექსის“ კანონპროექტი გააცნო. სამინისტრომ ახალი „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის შემუშავება 2014 წელს დაიწყო. საქართველოს ტყეების მართვა ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პრინციპების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. ასევე, დგინდება ტყის ახალი განმარტება და კატეგორიზაციის სრულიად ახლებური წესი. კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს საქართველოში ტყეზე საკუთრების ახალი ფორმების შემოღება.