ახალი ამბები

ქართულ-პოლონური კონფერენცია - „თანამშრომლობა სატყეო და გარემოს დაცვით საკითხებში“

31 ოქტომბერი 2018

საქართველოში II საერთაშორისო ქართულ-პოლონური კონფერენცია - „თანამშრომლობა სატყეო და გარემოს დაცვით საკითხებში“ გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა საქართველოში სატყეო დარგში მიმდინარე პროცესები და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
კონფერენციაზე სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპებზე, ასევე, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში სატყეო მეურნეობის დარგში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. პოლონურმა მხარემ კონფერენციის მონაწილეებს ქვეყანაში სატყეო სფეროში არსებული მდგომარეობა გააცნო.
კონფერენციას საქართველოს, პოლონეთის და აზერბაიჯანის აგრარული სფეროს სპეციალისტები, პოზნანის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების პროფესორები, ექსპერტები და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.