ახალი ამბები

სატყეო-სამეურნეო გზების გაყვანა

სატყეო-სამეურნეო გზების გაყვანა

6 სექტემბერი 2018

ეროვნული სატყეო სააგენტო, მოსახლეობის საშეშე მერქნით შეუფერხებლად მომარაგებისთვის, სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ოზურგეთში, სოფელ მთისპირში მიმდინარე სამუშაოებს მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, რეგიონული სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
გზების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა.
მიმდინარე სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა, ტყის მოვლა-აღდგენის და ხანძართან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა.

სატყეო-სამეურნეო გზების გაყვანა
სატყეო-სამეურნეო გზების გაყვანა
სატყეო-სამეურნეო გზების გაყვანა
სატყეო-სამეურნეო გზების გაყვანა
სატყეო-სამეურნეო გზების გაყვანა