ახალი ამბები

თელოვანში ხანძარი ლოკალიზებულია

თელოვანში ხანძარი ლოკალიზებულია

13 აგვისტო 2014

ხანძარი მცხეთის რაიონში სოფელ თელოვანთან და საგარეჯოს რაიონში, სოფელ კაკაბეთთან გაჩნდა. თელოვანთან 2 ჰექტარ მინდორზე გავრცელებული ხანძარი, ტყეს მოედო. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის თანამშრომლებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლების ეფექტური მუშაობის შედეგად ხანძარი ლოკალიზებულია, ადგილზე 10 სახანძრო ეკიპაჟი იყო მობილიზებული.