ახალი ამბები

ტყის ხანძარი სოფელ სვირის მიმდებარედ ლოკალიზებულია

ტყის ხანძარი სოფელ სვირის მიმდებარედ ლოკალიზებულია

29 აგვისტო 2017

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ახალციხის რაიონის სოფელი სვირის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში, 28 აგვისტოს, საღამოს ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სახანძრო და სამაშველო და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იღებდნენ მონაწილეობას.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ხანძრის კერების სრულ ლიკვიდაციამდე. შემთხვევის ადგილზე იმყოფება ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა.