ახალი ამბები

ხანძარი კახეთის რეგიონში

ხანძარი კახეთის რეგიონში

4 სექტემბერი 2017

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მიმდებარედ, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხანძარია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია ვერტმფრენებიც.
ასევე, ხანძარია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის ფონდში. ადგილზე მუშაობს ცოცხალი ძალა. ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა.

ხანძარი კახეთის რეგიონში
ხანძარი კახეთის რეგიონში