ახალი ამბები

ხანძარი სოფელ ართანასთან

4 სექტემბერი 2017

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მიმდებარედ, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე კვლავ ხანძარია. 
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ხანძრის ლოკალიზების პროცესში ჩართულია ვერტმფრენები. 
შემთხვევის ადგილზე იმყოფება ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა.