ახალი ამბები

ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონალური კონფერენცია

ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონალური კონფერენცია

14 ივლისი 2014

8-10 ივლისს თბილისში სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ევროპის საპარტნიორო და სამეზობლო ინსტრუმენტის (EINP) პროგრამის აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონალური კონფერენცია ჩატარდა. 12 ქვეყნის წარმომადგენელმა სატყეო სექტორის კანონების აღსრულებისა და მართვის პრინციპები და ურთიერთთანამშრომლობის გეგმები განიხილეს. კონეფერნცია 2005 წელს სანქტ-პეტერბურგში გამართული მინისტერიალის კონფერენციის შემდგომი ეტაპია და მისი ძირითადი თემა სატყეო სექტორის მართვაში კანონის გამოყენების პრობლემებია.