ახალი ამბები

აგრარულ უნივერსიტეტში სატყეო საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

აგრარულ უნივერსიტეტში სატყეო საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

27 ნოემბერი 2017

ჩეხეთის რესპუბლიკის მენდელის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით აგრარულ უნივერსიტეტში სატყეო სექტორში მომუშავე ექსპერტებისთვის „ტყის მენეჯმენტი და გარემოს დაცვა საქართველოში" კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის მენდელის სახელობის პროფესორებმა, ასევე აგრარული უნივერსიტეტის სატყეო საქმის პროფესორებმა, ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებმა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები როგორც სამეცნიერო კვლევების შესახებ, ასევე სატყეო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ: „ტყის მართვა დაცულ ტერიტორიებში“, „ბუნებრივი კონსერვაცია საქართველოში“; „ტყის ეკოსისტემის მიმდინარე პრობლემები და მისი გადაწყვეტის შესაძლებლობები“.
ეროვნული სატყეო საგენტოს წარმომადგენლებმა იაკობ კაპანაძემ და ეკატერინე ბალარჯშვილმა „ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაცია საქართველოში“ და „ტყის ხანძრები საქართველოში“ პრეზეტაცია წარადგინეს.