ახალი ამბები

ბზის ალურის შეწამვლის სამუშაოების მესამე ეტაპი დასრულდა

18 ოქტომბერი 2018

ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის ტერიროტიაზე, ბზის ალურით დაზიანებული კოლხური ბზის კორომების შეწამვლის მესამე ეტაპი დასრულდა. 
2018 წელს კოლხური ბზის კორომების შეწამვლა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურების ბზით დაფარულ ფართობებზე სამ ეტაპად განხორციელდა. ბილოგიური პრეპარატით „ლეპიდინით“ ჯამში 550 ჰა ფართობი შეიწამლა. იმერეთი - 63 ჰა, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 252 ჰა და სამეგრელო-ზემო სვანეთი - 237 ჰა. მავნებლის ინტენსიური მონიტორინგისა და დიდი რაოდენობით დაჭერა-განადგურების მიზნით, ბზის კორომებში განთავსებული იყო 1500 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი. 
ეროვნული სატყეო სააგენტო, ბზის კორომების შეწამვლას 2016 წლიდან ახორციელებს. მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, შეწამვლითი სამუშაოები სამჯერ, 400 ჰა ფართობზე განხორციელდა, რასაც 2017 წელს დაემატა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი. საერთო ჯამში გასულ წელს ბილოგიური პრეპარატით, შეწამლული იქნა 550 ჰა ბზით დაფარული ფართობი.