მიმდინარე პროექტები

ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით (N1000058) გათვალისწინებული ფართობის ტყითსარგებლობის გეგმა (ყვარელი-ლაგოდეხი)

31 ივლისი 2019

" სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო"-ს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 ივლისის №179 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესი“-ს მე-20 მუხლის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, საჯარო განხილვისათვის წარმოგიდგენთ ამავე სააგენტოს კახეთის სატყეო სამსახურის ყვარელი-ლაგოდეხის სატყეო უბნის; გრემის, საბუეს, შილდას, ყვარელისა და ახალსოფლის სატყეოებში გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით N1000058 განსაზღვრული (გრემის სატყეოს N6-10, 14-17 კვარტლები - 1046 ჰა. საბუეს სატყეოს N1-13 კვარტლები – 859 ჰა. შილდის სატყეოს N5-8, 24-27, 29,30, 38,50, 51, 57, 66 კვარტლები -2114 ჰა. ყვარლის სატყეოს N66, 68, 70, 89. 100, 101 კვარტლები-686 ჰა. და ახალსოფლის სატყეოს N12, 15, 16, 17, 19, 21-30, 37, 39-42, 44, 49-53, 55, 56, 58-61,63-64 კვარტლები-4736 ჰა.) ფართობებისათვის შედგენილ (10 წლიანი) ტყითსარგებლობის გეგმას.

გთხოვთ, შენიშვნები და წინადადებები წერილობით წარმოადგინოთ 2019 წლის 09 აგვისტომდე შემდეგ მისამართზე ქ.თბილისი გულუას ქუჩა N6.