მიმდინარე პროექტები

განცხადება ადიგენის სატყეო უბნის ღაღვის და კეხოვანის სატყეოებში დამტკიცებული ტყითსარგებლობის გეგმაში შესატანი ცვლილებების შესახებ

განცხადება ადიგენის სატყეო უბნის ღაღვის და კეხოვანის სატყეოებში დამტკიცებული ტყითსარგებლობის გეგმაში შესატანი ცვლილებების შესახებ

3 ივლისი 2019

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს

განცხადება

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 ივლისის №179 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესი“-ს მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, საჯარო განხილვისათვის წარმოგიდგენთ ამავე სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ადიგენის სატყეო უბნის ღაღვის და კეხოვანის სატყეოებში გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის #1000004 ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული (ღაღვის სატყეოს ##1-24; 26; 27 კვარტლები - 3856 ჰა. და კეხოვანის სატყეოს ##1-14; 19-23; 25-28; 30; 32; 33; 35-38 კვარტლები – 4487 ჰა.) ფართობებისათვის დამტკიცებული ტყითსარგებლობის გეგმაში შესატან ცვლილებებს.

გთხოვთ, შენიშვნები და წინადადებები წერილობით წარმოადგინოთ 2019 წლის 24 ივლისამდე შემდეგ მისამართზე ქ.თბილისი გულუას ქუჩა N6 "