ახალი ამბები

ტყის აღდგენის პროექტი საწირეში

ტყის აღდგენის პროექტი საწირეში

26 ნოემბერი 2019

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, იმერეთის რეგიონში, სოფელ საწირეში იმყოფებოდა, სადაც ტურისტულ ზონაში, ტყის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს. აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და საწირეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 100 -მდე წაბლისა და ძელქვას სახეობის ნერგები დაირგო.

„კურორტ საწირეს განვითარების ფონდის“ ინიციატივით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 23,4 ჰა ფართობისთვის ტყის აღდგენის პროექტი მოამზადა, რომელიც ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობასთან ერთად, 18 900 ცალი სხვადასხვა სახეობის, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული სახეობების ნერგების დარგვას ითვალისწინებს.

საწირე - ტყიბულის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკურორტო ზონაა, რომლის უნიკალურობასაც იქ არსებული ლანდშაფტი და ბუნებრივი გარემო განაპირობებს. ეროვნული სატყეო სააგენტო ბოლო ორი წლის განმავლობაში კურორტის მიმდებარედ არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებებსაც ახორციელებს.

ტყის აღდგენის პროექტი საწირეში
ტყის აღდგენის პროექტი საწირეში
ტყის აღდგენის პროექტი საწირეში
ტყის აღდგენის პროექტი საწირეში
ტყის აღდგენის პროექტი საწირეში
ტყის აღდგენის პროექტი საწირეში