ახალი ამბები

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

22 მარტი 2019

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის ფინალური ტური განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა. ფინალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარემ კახა კუჭავამ მიმართეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რჩეული პედაგოგიც გამოავლინა. ლევან დავითაშვილმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის სკოლის პედაგოგს, თეა ტალახაძეს - „მწვანე ჯილდო 2019“ გადასცა.
ფინალურ ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებმა ის მნიშვნელოვანი ცვლილებები წარმოადგინეს, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს დიდ ქალაქებში, თუ მთის პატარა სოფლებში ახორციელებდნენ. სახელმწიფო, საერთაშორისო და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ საქართველოს 32 სკოლის გუნდიდან სამი გამარჯვებული გამოავლინა : I ადგილი - სოფელ როკითის სკოლა (იმერეთი); II ადგილი - წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზია (სამეგრელო); III ადგილი - "ქართული სასწავლებელი" (თბილისი).
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, პრიზიორი სკოლებისთვის ბორჯომის ხეობაში შემეცნებითი ექსკურსია გაიმართება. პირველი ადგილის მფლობელ სოფელ როკითის სკოლას, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვლმა სიმბოლური საჩუქარი - ხუთტომეული „დედამიწა“ გადასცა, ასევე გამოვლინდა სატყეო სააგენტოს რჩეული თელავის N 2 საჯარო სკოლა, რომელსაც საჩუქრად ცხოველთა ენციკლოპედია გადაეცა.
სამი გამარჯვებული სკოლის გუნდის თითოეული წევრი ათდღიან „მწვანე ბანაკში“ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ,,ნორჩი რეინჯერის“ ხუთდღიანი შემეცნებითი პროგრამით დასრულდება. ასევე, სოფელ როკითის სკოლის ლიდერი ნანა ლაბაძე, ერთ სამუშაო დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გაატარებს. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის “რჩეული სკოლა” მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლა გახდა. განათლების ცენტრი სკოლის ბიბლიოთეკის სივრცეში მწვანე ბიბლიოთეკას მოაწყობს.
სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წლიდან CENN-ის ორგანიზებით, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით იმართება. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი. 2019 წელს პრემიის თემაა მდგრადი განვითრების მიზნები (SDGs) და აერთიანებს 500–მდე სკოლას, ქვეყნის მასშტაბით.