ახალი ამბები

მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება

მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება

11 ივნისი 2019

ეროვნული სატყეო სააგენტო, სამცხე ჯავახეთის რეგიონში მავნებელი მწერის, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს. 2019 წლის გაზაფხულზე სააგენტომ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე , ადიგენი ასპინძა), 1000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსა, რომლის საშუალებითაც მავნებლის რიცხოვნობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება.

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში გავრცელებული მავნებელი - მბეჭდავი ქერქიჭამია (ipstypographus), გასული საუკუნის 50 - იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე -ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი.

ეროვნული სატყეო სააგენტო, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს სამცხე - ჯავახეთის რეგიონში, 26000 ჰა ფართობზე 2013 წლიდან ახორციელებს.

ტერიტორია დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის გამო, ძირითად სარეკრიაციო ზონას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ასევე რეგიონის ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისად, სატყეო სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას მომდევნო წლებშიც გეგმავს.