ახალი ამბები

სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენა სოფელ პერევში

8 ივლისი 2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო - სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე სამუშაოები საჩხერეში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ეროვნული სატყეო სააგენტო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა.

სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა.