ახალი ამბები

სატყე-სამეურნეო გზების გაყვანა სოფელ სვირში

სატყე-სამეურნეო გზების გაყვანა სოფელ სვირში

4 სექტემბერი 2019

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები ამჯერად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ სვირში მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სატყეო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა. სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობაც.