ახალი ამბები

10 ოქტომბერი - მეტყევის დღე ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში აღინიშნა

10 ოქტომბერი - მეტყევის დღე ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში აღინიშნა

11 ოქტომბერი 2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებული საქმიანობისთვის, მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეხვედრაზე მინისტრმა სატყეო სექტორში ბოლო წლებში მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადავეცით მეტყევეებს, იმ რთული და ხშირ შეთხვევაში რისკის შემცველი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ. მინდა აღვნიშნო, რომ ტყე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი რესურსია და ის განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო, დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია და შემუშავდა ახალი ტყის კოდექსი. რეფორმის მიზანი ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სატყეო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მეტყევეებს მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ გადაუხადა.

„ტყის რესურსების სწორი და მდგრადი მართვით შესაძლებელია ეკონომიკური ეფექტის მიღება - ეს არის ჩვენი დავალება, ჩვენი მიზანი, რომელსაც ყველა ერთად მივაღწევთ“,- განაცხადა იური ნოზაძემ.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმაც მიმართა. დამსახურებულ მეტყევეებთან ერთად, მუდმივი პარტნიორობისთვის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ გუნდის ხელმძღვანელს, ბენედიქტ იბელეს და პროგრამის ხელმძღვანელს, ჰანს-იახიმ ლიპოს, ასევე, პროგრამის ხელმძღვანელის მრჩევლებს, გია კოლბინსა და მაკა კაციტაძეს - სატყეო განათლების განვითარების კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის.

„მაღალი პროფესიონალიზმი, საქმისადმი სიყვარული, პასუხისმგებლობა და თავგანწირვა ყოველთვის იყო მეტყევის პროფესიის ადამიანების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები. მუდამ უნდა გვახსოვდეს ჩვენი თანამშრომლებიც, ის მეტყევეები, ტყის მცველები და რეინჯერები, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებას შეეწირნენ სულ რაღაც ახლო წარსულში. იმედის ვიტოვებ, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ გვექნება და მჯერა, რომ მეტყევის პროფესია და საქმიანობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და დაფასებული გახდება. მე მჯერა ჩვენ ამას ყველა ერთად შევძლებთ“,- განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით, წელს პირველად, ადრეულ ასაკში გარდაცვლილი ახალგაზრდა მეცნიერისა და მეტყევის პრემია დაწესდა. „სანდრო ურუშაძის პრემია - 2019“ -ის მფლობელი სატყეო სექტორის აქტივობებში მონაწილეობისთვის, სხვადასხვა უნივერსიტეტის 3 სტუდენტი გახდა.

ღონისძიებას კაჭრეთისა და ახალციხის პროფესიული სასწავლებლების სატყეო საქმის სპეციალისტები და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გადამზადებული მეტყევე-ტაქსატორები ესწრებოდნენ, რომლებიც დასაქმებულები არიან ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებში. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა მადლობა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს - მსახიობებს, სპორტსმენებსა და ჟურნალისტებს გადაუხადა, სატყეო სააგენტოს საინფორმაციო კამპანიებში აქტიური ჩართულობისთვის.

#მეტყევისდღე
#გარემოსდაცვა2019