ახალი ამბები

სკოლა ჯეჯილში ეკოლოგიის კვირეული გამოცხადდა

25 დეკემბერი 2018

ეკოლოგიის კვირეული გამოცხადდა სკოლა „ჯეჯილში“, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა შემაჯამებელი ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
კვირის განმავლობაში მოსწავლეებმა პროექტები და პრეზენტაციები ისეთ თემებზე მოამზადეს როგორიცაა: დედამიწის მწვანე საფარის მნიშვნელობა, ტყე და ბიომრავალფეროვნება, ალტერნატიული სუფთა ენერგიები (მზე, ქარი), გლობალური დათბობის მნიშვნელობა, დაბინძურება და სხვა.
გარემოსდაცვითი განათლება, რომლის მთავარი მიზანიც გარემოსდაცვითი განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების საფეხურზე და სატყეო სააგენტო მსგავს ღონისძიებებში მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება.