შინაგანაწესი

14 დეკემბერი 2013

31 / დეკემბერი / 2014 წ.
# 317/
ს 

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის” მე-13 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N25 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ“  ქვეპუნქტის  შესაბამისად,  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს შინაგანაწესი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ" სააგენტოს უფროსის 2013 წლის 1ოქტომბრის  N13/84 ბრძანება.

3. დაევალოს სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს და ტერიტორიული ორგანოების უფროსებს უზრუნველყონ შინაგანაწესის თვალსაჩინო ადგილას გამოკვრა.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, გულუას ქ. N6), კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში.

5. ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 5 იანვრიდან.                                                                            

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს

შინაგანაწესი

 

მუხლი 1

1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და ვრცელდება სააგენტოში დასაქმებულ პირებზე (შემდგომში – დასაქმებული).

2. შინაგანაწესის მიზნებია:

ა) სააგენტოსათვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

გ) დასაქმებულთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;

დ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება;

ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის ზრდა;

ვ) დასაქმებულთა კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა.

3. შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;

ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;

გ) დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;

დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა დასაქმებულებამდე დაყვანის წესი;

ე) ხელფასის და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი;

ვ) დასაქმებულის მიერ შვებულების გამოყენების პირობები და წესი;

ზ) დასაქმებულის მივლინების წესი;

თ) სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი;

ი) დასაქმებულის მოვალეობანი;

კ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

ლ) დასაქმებულის მატერიალური პასუხისმგებლობა;

მ) გათავისუფლებული დასაქმებულის ვალდებულებანი;

ნ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი.

4. ურთიერთობები, რომლებიც არ წესრიგდება წინამდებარე შინაგანაწესით, წესრიგდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

მუხლი 2

1. სააგენტოში დასქმებულის სამუშაო დრო განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით.

2. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე.

21. ობიექტური მიზეზით სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება დასაშვებია 30 წუთამდე ცდომილებით და ასეთ შემთხვევაში სამუშაო დრო განისაზრვრება დაგვიანების პროპორციულად, არაუმეტეს 18:30 საათამდე.

22. იმ დასაქმებულთათვის, რომელთაც ჰყავთ ერთი წლიდან 15 წლამდე ასაკის შვილები, სამუშაო დრო შესაძლოა დაიწყოს დილის 09.00 სთ-დან 10.00 სთ-მდე, და შესაბამისად - დასრულდეს 18.00-დან 19.00 სთ-მდე, განსხვავებული დროის პროპორციულად.

23. ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით,  დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მეშვეობით დასაქმებული განცხადებას წარუდგენს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, რომელსაც  უნდა დაერთოს ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.

3. დღის განმავლობაში განსაზღვრულია შესვენების დრო 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე, ან ნებისმიერი სხვა დრო სამუშაო დღის განმავლობაში, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით.

4. სააგენტოში მუშაობის დაწყებისას  სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში  წარმოდგენილ  უნდა  იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);

გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) 1 ფოტო სურათი 3X4 ფერადი (მათ შორის ფოტო სურათის ელექტრონული ვერსია);

5. დასაქმებულმა დანიშვნიდან 10 დღის ვადაში სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში ასევე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები (საბუთები):

ა) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

ბ)  ცნობა ნასამართლეობის შესახებ;

გ) საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი საბუთები (შესაბამის შემთხვევებში).

მუხლი 3

1. დასაქმებულთათვის დაწესებულებაში ყოფნა დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, ნებაყოფლობითია.

2. სამსახურებრივი ინტერესების გათვალისწინებით,  სააგენტოს შესაბამისი  სტრუქტურული                            ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ან სააგენტოს უფროსის დავალებით საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისად დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში დასაქმებულთა სამსახურში  გამოცხადება ხდება სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძვანელთან შეთანხმებით.

3. გადაწყვეტილებას დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე იღებს სააგენტოს უფროსი.

მუხლი 4

სააგენტოს უფროსის ბრძანების დასაქმებულისათვის ჩაბარება დასტურდება შესაბამისი ხელმოწერით.

მუხლი 5

1. სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დასაქმებულთა წახალისების ან/და დანამატის განსაზღვრის შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.

2. დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგო გაიცემა თვეში ერთხელ, საბანკო დაწესებულებათა მეშვეობით.

3. დასაქმებულის სამივლინებო თანხების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 6

1. დასაქმებული სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  შვებულებით.

2. განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან და  სააგენტოს უფროსის კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით წარედგინება სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი 5-დღიანი ვადის შემცირება დასაშვებია გონივრული დასაბუთებულობის შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობისას.

4. დასაქმებულის  მოთხოვნა შვებულების თაობაზე წარედგინება სააგენტოს უფროსს, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

5. შვებულება ფორმდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. დასაქმებულს შესაძლებელია წერილობით უარი ეთქვას შვებულებით სარგებლობაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შვებულებით სარგებლობა მიზანშეწონილი არ არის. სამსახურებრივი აუცილებლობა უნდა იყოს დასაბუთებული და კონკრეტულად მითითებული უარის წერილში.

7. დასაქმებული  უფლებამოსილია, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსისა და კურატორი სააგენტოს უფროსის მოადგილის თანხმობით, ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება.

8. თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში არ დაიშვება.

9. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია დასაქმებულის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.      

10. დასაქმებულს პირადი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია მიეცეს არაანაზღაურებადი შვებულება, სულ მცირე 15 კალენდარული დღით. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

მუხლი 7

1. მივლინებაში გაშვება ფორმდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.

2. დასაქმებული ვალდებულია 2 დღით ადრე მიმართოს სააგენტოს ხელმძღვანელს მოხსენებითი ბარათით მივლინებაში წასვლასთან დაკავშირებით.

3. სამივლინებო ფურცელი ფორმდება მივლინების შესახებ ბრძანების საფუძველზე  (საქართველოს მასშტაბით მივლინების შემთხვევაში) (დანართი №1).

4. მივლინებიდან დაბრუნებულმა 10 დღეში უნდა წარმოადგინოს მივლინებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.

მუხლი 8

წინასწარ ცნობილი მიზეზის გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს გამოუცხადებლობის სავარაუდო პერიოდი, სათანადო მიზეზის მითითებით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს უფლება აქვს, შვებულების გარდა, წლის განმავლობაში გამოიყენოს დამატებით 5 კალენდარული დღე, მაგრამ არა უმეტეს თვეში 2 კალენდარული დღისა. აღნიშნულ პერიოდში სამსახურში გამოუცხადებლობა დასაქმებულს ჩაეთვლება საპატიოდ.  

მუხლი 9

1. დასაქმებული ვალდებულია:

ა) ჯეროვნად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი;

ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;

გ) შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;

დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სააგენტოს მუშაობას და ლახავს სააგენტოს ავტორიტეტს;

ე) გაუფრთხილდეს სააგენტოს საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;

ვ) დაიცვას ქცევის წესები და შინაგანაწესი;

ზ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობას და გამოიყენოს იგი დანიშნულებისამებრ. მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს ადმინისტრაციულ დეპარატმენტს;

თ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე სააგენტოს შენობაში და მის ტერიტორიაზე.

მუხლი 10

დასაქმებული ვალდებულია დაიცვას შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 11

1. დასაქმებული პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე. იგი ვალდებულია:

ა) ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის;

ბ) ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის შესახებ აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელსა ან ტერიტორიული ორგანოს უფროსს;

გ) არ გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა მოსამსახურეს, სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ან ტერიტორიული ორგანოს უფროსი  ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს უფროსს ქონების ნებისმიერი სახის დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის შესახებ.

მუხლი 12

1. დასაქმებული ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციულ დეპარატმენტში წარადგინოს დოკუმენტი – შემოვლის ფურცელი (დანართი №2) მასზე რიცხულ მატერიალურ ან სხვა ფასეულობათა ან სხვა ფასეულობათა (დოკუმენტების ჩათვლით) ჩაბარების თაობაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. დასაქმებულთან  საბოლოო ანგარიშსწორება უნდა მოხდეს  აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ.  

2. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების - სატყეო სამსახურებში დასაქმებული ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სატყეო სამსახაურის უფროსთან წარადგინოს დოკუმენტი – შემოვლის ფურცელი (დანართი №3) მასზე  რიცხულ მატერიალურ ან სხვა ფასეულობათა (დოკუმენტების ჩათვლით) ჩაბარების თაობაზე, უფროსი მეტყევის ხელმოწერით. დასაქმებულთან  საბოლოო ანგარიშსწორება უნდა მოხდეს  აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ.  

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაქმებულზე  რიცხული მატერიალურ ან სხვა ფასეულობათა (დოკუმენტების ჩათვლით) გადაბარება ხდება უშუალო უფროსზე.

 

მუხლი 13

1. დასაქმებულთა მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული (ნებადართული) წახალისების ფორმა:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემია;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწინაურება (მაღალთანამდებობაზე გადაყვანა).

2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში დასაქმებულს ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული პასუხისმგებლობა:

 ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

დ) დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა;

ე) სამსახურიდან განთავისუფლება.

3. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

4. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომის გამოყენების შესახებ სააგენტოს უფროსის წინაშე მოტივირებული წინადადების წარდგენის უფლება აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსსა და/ან კურატორ სააგენტოს უფროსის მოადგილეს,  აგრეთვე სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს.

5. გადაწყვეტილებას  წახალისების ან  დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ იღებს სააგენტოს უფროსი.

6. პირად საქმეში შეტანით აღინიშნება მხოლოდ წახალისების ზომის გამოყენება.

7. სააგენტოს უფროსს უფლება აქვს დასაქმებულს ვადამდე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა დასაქმებულმა.

8. თუ დასაქმებულს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

9. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე ადრე მოხსნა ფორმდება წერილობით.

10. დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომის მოქმედების პერიოდში დასაქმებულზე არ გაიცემა პრემია ან/და დანამატი.

მუხლი 14

1. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად ყველა დასაქმებულისათვის.

2. დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობით.

3. ადმინისტრაციული დეპარატმენტი ვალდებულია გააცნოს მოსამსახურეს შინაგანაწესი, რაც დასტურდება დასაქმებულის ხელმოწერით.

4. ხელწერილი ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.

 

მუხლი 15

შინაგანაწესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სააგენტოს უფროსის  ბრძანებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

დანართი №1

გვერდი 1

სამივლინებო  ფურცელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 --------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მივლინების მოწმობა № ---------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

 

(გვარი, სახელი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

 

(თანამდებობა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მივლინებულ იქნეს სააგენტოს უფროსის № ------------------------------------------- ბრძანების შესაბამისად

 

 

 

 

 

 

 

 

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

(მივლინების ადგილი)

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღეთა რაოდენობა ------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი --------------

 

 

 

 

 

 

(ხელმოწერა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                       

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

          „----------“ --------------------- 20  წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდი 2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აღნიშვნები დანიშნულების პუნქტებში გასვლისა და დაბრუნების შესახებ

 

 

 

 

 

 

 

 

 

      

გავიდა

 

 

 

ჩავიდა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„--------“-------------------------20    წ.

 

„--------“-------------------------20    წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერა

 

 

 

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გავიდა

 

 

 

ჩავიდა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„--------“-------------------------20    წ.

 

„--------“-------------------------20    წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერა

 

 

 

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გავიდა

 

 

 

ჩავიდა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„--------“-------------------------20    წ.

 

„--------“-------------------------20    წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერა

 

 

 

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გავიდა

 

 

 

ჩავიდა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„--------“-------------------------20    წ.

 

„--------“-------------------------20    წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერა

 

 

 

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: რამდენიმე პუნქტში გამგზავრებისას ჩასვლის და გამოსვლის აღნიშვნები კეთდება ცალ-ცალკე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                   

 

 

დანართი №2

 

შემოვლის ფურცელი

 

—————————————————————————————————————————

(მოსამსახურის გვარი, სახელი)

 

ადმინისტრაციული დეპარატამენტი

————————————————————————————————————————-—

(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

 

  

დასაქმებულის ხელმოწერა —————————————————-

თარიღი ——————————————————————————

 

 

  

დანართი №3

შემოვლის ფურცელი

 

—————————————————————————————————————————

(მოსამსახურის გვარი, სახელი)

 

უფროსი მეტყევე

————————————————————————————————————————-—

(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

 

  

დასაქმებულის ხელმოწერა —————————————————-

თარიღი ——————————————————————————