ინტერესთა გამოხატვა

განცხადება კახეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ ტერიოტორიაზე სულ 2585 მ3 ძირნაყარი ხე-ტყის (ნარჩენების) დამზადების ინტერესთა გამოხატვის შესახებ

15 მაისი 2018

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას მის მართვას დაქვემდებარებულ კახეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე 2585 მ3 ძირნაყარი ხე-ტყის (ნარჩენების) დამზადების მიზნით

დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ამ ბრძანების შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

1. ხე-ტყის ნარჩენი დაინტერესებული პირებისთვის საკუთრებაში გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ბიოსაწვავის წარმოების მიზნით.

2. ხე-ტყის ნარჩენის ათვისება ხორციელდება ტყეკაფის გამოყოფის გარეშე.

3. ასათვისებელი ხე-ტყის ნარჩენის მოცულობა დადგენილია წინასწარ საორიენტაციოდ, ხოლო ფაქტობრივად ათვისებული ხე-ტყის ნარჩენის მოცულობა დაანგარიშდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-10 დანართით დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.

4. ტრანსპორტირების დაწყებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია, ნარჩენი ადგილზე დააქუცმაცოს სათანადო ტექნოლოგიის გამოყენებით.

5. ხე-ტყის ნარჩენის ათვისებისათვის პირმა უნდა გადაიხადოს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი საფასური, (აღნიშნულ შემთხვევაში - 7 ლარი) ფაქტობრივად ათვისებული მოცულობისთვის, ტრანსპორტირების დაწყებამდე.

6. ხე-ტყის ნარჩენის ტრანსპორტირება ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც გასცემს ტყის ფონდის მართვის ორგანო.

დეტალური ინფორმაცია სატყეო უბნების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოყვანილ ბმულზე