ინტერესთა გამოხატვა

განცხადება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე კახეთის სატყეო სამსახურის ახმეტა-თელავის, ყვარელი ლაგოდეხის და საგარეჯო-გურჯაანის სატყეო უბნების ტყის მოვლის ღონისძიებების განსახორციელებლად ინტერესთა გამოხატვის შესახებ

28 ივლისი 2017

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას მის მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (კახეთის სატყეო სამსახურის ახმეტა-თელავის, ყვარელი-ლაგოდეხისა და საგარეჯო-გურჯაანის სატყეო უბნებზე) ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით

დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ დალუქული კონვერტის მეშვეობით, ამ განცხადების შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში (ქ. თბილისი, გულუას ქ. N6).

დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

ინტერესთა გამოხატვის პირობები

  • გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა 2017 წლის 1 ოქტომბრამდე უსასყიდლოდ დამზადებული მერქნული რესურსის სრულად გადაცემის სანაცვლოდ, უზრუნველყოს კახეთის სატყეო სამსახურის ახმეტა-თელავის, ყვარელი-ლაგოდეხისა და საგარეჯო-გურჯაანის სატყეო უბნების ტერიტორიაზე გამოყოფილი მოვლითი (სანიტარული) ჭრის ტყეკაფის - 343 კბ.მ. ხე-ტყის სრულად დამზადება.
  • გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა წარმოადგინოს საბანკო გარანტია მთლიანი სამუშაოების ღირებულების 10% - 5964 ლარის ოდენობით.
  • გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა 2017 წლის 15 ნოემბრამდე კახეთის სატყეო სამსახურის მიერ მითითებულ 5 ჰა ფართობზე, მართვის ორგანოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ტყის აღდგენის პროექტით 2017 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდისთვის დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, უზრუნველყოს ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღინისძიებების განხორციელება, ხოლო, 0,1 ჰა ფართობზე დროებითი სანერგის მოწყობა.
  • უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელიც უზრუნველყოფს ბრიკეტების/პალეტების წარმოების მოწყობას, ან/და მოქმედი საწარმოებისთვის ჭრის ნარჩენების გადამუშავებისათის ხელმისაწვდომობას.
  • ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი გადაიხდის მხოლოდ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის - მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში - პირველი კატეგორიისათვის და საშეშე მერქნისათვის - მესამე კატეგორიისათვის დადგენილი ოდენობით.