ინტერესთა გამოხატვა

განცხადება იმერეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ ჭიათურის სატყეო უბნის ვანის სატყეოს კვარტალ N5-ის ლიტერ N3-ში სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დასამზადებელი 500 მ3 ფოთლოვანი მერქნული რესურსის შეძენის მიზნით ინტერესთა გამოხატვის შესახებ

15 ნოემბერი 2016

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ იმერეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ ჭიათურის სატყეო უბნის ვანის სატყეოს კვარტალ N5-ის ლიტერ N3-ში სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დასამზადებელი 500 მ3 ფოთლოვანიმერქნული რესურსის შეძენის მიზნით ინტერესთა გამოხატვის შესახებ

დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ამ ბრძანების შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში ან მის ტერიტორიულ ორგანოში. ინტერესის გამოხატვისათვის განსაზღვრულ ვადაში სხვა დაინტერესებული პირის მომართვის არ არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დასამზადებელი მერქნული რესურსი გაიცემა ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირზე, პირდაპირი მიყიდვის წესით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა დაინტერესებული პირ(ებ)ის მომართვის შემთხვევაში, მერქნული რესურსი გაიცემა ტყითსარგებლობის წესის 461 მუხლით დამზადებული მერქნული რესურსის განკარგვისათვის დადგენილი აუქციონის საერთო წესის შესაბამისად.

ბრძანება №563-ს იხილეთ ქვემოთ მოყვანილ ბმულზე