ინტერესთა გამოხატვა

განცხადება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე გურიის სატყეო სამსახურის ჩოხატაურის სატყეო უბნის ბახმაროს სატყეოს ტყის მოვლის ღონისძიებების განსახორციელებლად ინტერესთა გამოხატვის შესახებ

28 ივლისი 2017

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას მის მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გურიის სატყეო სამსახურის ჩოხატაურის სატყეო უბნის ბახმაროს სატყეო) ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით

დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ დალუქული კონვერტის მეშვეობით, ამ განცხადების შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში (ქ. თბილისი, გულუას ქ. N6).

დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

ინტერესთა გამოხატვის პირობები

  • გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა 2017 წლის 15 ნოემბრამდე უსასყიდლოდ, დამზადებული მერქნული რესურსის სრულად გადაცემის სანაცვლოდ, უზრუნველყოს გურიის სატყეო სამსახურის მიერ ჩოხატაურის სატყეო უბნის ბახმაროს სატყეოს ტერიტორიაზე გამოყოფილი მოვლითი (სანიტარული) ჭრის ტყეკაფის - 2712 კბ.მ. ხე-ტყის სრულად დამზადება, მათ შორის 410 კბმ I ხარისხის და 2302 კბმ II ხარისხის ხე-ტყე.
  • გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა 2017 წლის 15 ოქტომბრამდე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიწოდებული სიის მიხედვით უზრუნველყოს ინტერესების გამოხატვას დაქვემდებარებული 2712 კბ.მ. მერქნული რესურსიდან 200 კბ.მ. მეორე ხარისხის მერქნული რესურსის გურიის რეგიონის (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის) საჯარო სკოლებისათვის მიწოდება.
  • გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა 2017 წლის 15 ნოემბრამდე უზრუნველყოს ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა გურიის სატყეო სამსახურის მიერ მითითებულ 10 ჰა ფართობზე მართვის ორგანოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ტყის აღდგენის პროექტით 2017 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდისთვის დაგეგმილი ღინისძიებების ფარგლებში.
  • გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა წარმოადგინოს საბანკო გარანტია მთლიანი სამუშაოების ღირებულების 10% - 23998 ლარის ოდენობით.
  • უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელიც უზრუნველყოფს ჭრის ნარჩენების გადამუშავებისათის ხელმისაწვდომობას.
  • ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი გადაიხდის მხოლოდ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის - მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში - პირველი კატეგორიისათვის და საშეშე მერქნისათვის - მესამე კატეგორიისათვის დადგენილი ოდენობით.