ინტერესთა გამოხატვა

განცხადება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე გურიის სატყეო სამსახურის ჩოხატაურის სატყეო უბნის ბახმაროს სატყეოს ტყის მოვლის ღონისძიებების განსახორციელებლად ინტერესთა გამოხატვის შესახებ

16 აგვისტო 2017

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას მის მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გურიის სატყეო სამსახურის ჩოხატაურის სატყეო უბნის ბახმაროს სატყეო) ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით

დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ დალუქული კონვერტის მეშვეობით, ამ განცხადების შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში (ქ. თბილისი, გულუას ქ. N6).

დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

ინტერესთა გამოხატვის პირობები


  • გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა 2018 წლის 15 ოქტომბრამდე უსასყიდლოდ, დამზადებული მერქნული რესურსი სრულად გადაცემის სანაცვლოდ უზრუნველყოს, გურიის სატყეო სამსახურის მიერ ჩოხატაურის სატყეო უბნის ბახმაროს სატყეო ტერიტორიაზე გამოყოფილი მოვლითი ჭრის (სანიტარული -ჩახერგილობის გაწმენდა) ტყეკაფების - 2712 კბ.მ ხე-ტყის სრულად დამზადება.
  • გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა 2018 წლის 15 ოქტომბრამდე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მოწოდებული სიის მიხედვით უზრუნველყოს, ინტერესების გამოხატვას დაქვემდებარებული 2712 კბ.მ ნერქნული რესურსიდან 200 კბ.მ II ხარისხის მერქნული რესურსი გურიის რეგიონის (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის) საჯარო სკოლებისათვის მიწოდება.
  • გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა 2018 წლის 15 ოქტომბრამდე უსასყიდლოდ, დამზადებული მერქნული რესურსი სრულად გადაცემის სანაცვლოდ უზრუნველყოს „ტყის აღდგენის პროექტით“ გათვალისწინებული, შესაბამისი პერიოდისთვის მოვლის ღონისძიების ვალდებულების შესრულება, გურიის სატყეო სამსახურის მიერ მითითებულ 10 ჰა ფართობზე (ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიება).
  • გამარჯვებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა წარმოადგინოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საბოლოო დასრულების ვადას. მთლიანი სამუშაოების ღირებულების 10% - 23998 ლარის ოდენობით.
  • უპირატესობა მიენიჭოს პირს, რომელიც უზრუნველყოფს ბრიკეტების/პალეტების წარმოების მოწყობას ან/და მოქმედი საწარმოებისათვის ჭრის ნარჩენების გადამუშავებისათვის ხელმისაწვდომობას.
  • ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი გადაიხდის მხოლოდ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს "ბუნებრივი რესურსებითსარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათაშესაბამისი ჯგუფის - მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში - პირველი კატეგორიისათვის და საშეშე მერქნისათვის - მესამე კატეგორიისათვის დადგენილიოდენობით.
  • მიმწოდებელის ვალდებულება
ა) ტყეკაფზე ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებული ნარჩენები განათავსოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) მომსახურების გაწევის პერიოდში საჭიროების შემთხვევაში სააგენტოსთან ან/და სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით უნდა უზრუნველყოს გამოსაყენებელი სატყეო სამეურნეო გზების რეაბილიტაცია;
გ) მომსახურების გაწევისას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით (მ.შ. უსაფრთხოების ნორმები) დადგენილი მოთხოვნები;
დ) დაამზადოს მხოლოდ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტყეკაფებში დამზადებას დაქვემდებარებული ხეები.
  • საჭირო კვალიფიკაცია და ტექნიკური შესაძლებლობები
ხე-ტყის დამამზადებელს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 2 სამუშაო ჯგუფი, ერთი ჯგუფი უნდა შედგებოდეს არანაკლებ ექვსი ადამიანისაგან.
თითოეული ჯგუფისათვის საჭირო მინიმალური ტექნიკა:
  1. მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომანქანა (საბოლოო დასაწყობების ადგილამდე მორების გამოსაზიდად) - 2 ერთეული;
  2. სპეც-ტექნიკა (მორმთრევი ან სხვა სპეც-ტექნიკა) მორების გამოსათრევად - 1 ერთეული;
  3. სპეც-ტექნიკა (ბულდოზერი ან სხვა სპეც-ტექნიკა) სატყეო სამეურნეო გზების რეაბილიტაციისათვის - 1 ერთეული;
  4. ბენზო ხერხი - 2 ერთეული.