ტყის ინფორმაციისა და კადასტრის სამმართველო

ტყის ინფორმაციისა და კადასტრის სამმართველო

ტყის ინფორმაციისა და კადასტრის სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) ტყის ფონდის ფართობების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება;
ბ) ტყის ფონდთან დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება;
გ) ტყის ფონდის საზღვრების დაზუსტების ან/და კორექტირების სამუშაოების კოორდინაცია და შესაბამისი
დოკუმენტაციის მომზადება;
დ) დადგენილი წესით, საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება;
ე) სარგებლობის უფლებით გასაცემი სხვა ობიექტის მომზადებაში მონაწილეობა;
ვ) ტყის ფონდის ფართობის რეგისტრაციის მიზნით მასალების მომზადება და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა;
ზ) ელექტრონული საინფორმაციო სისტემების შემუშავების ორგანიზება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

სამმართველოს უფროსი - გიორგი თხელიძე

საკონტაქტო ელ. ფოსტა: giorgi.tkhelidze@forestry.gov.ge