ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

14 დეკემბერი 2013

2013 წლის 14 მაისს სატყეო სექტორი გამოეყო ენერგეტიკის სამინისტროს და  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. ამ ფუნდამენტური ცვლილებების შედეგად შეიქმნა სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“, რომელშიც სატყეო სექტორის საკანონმდებლო და მართვის ფუნქციები გაერთიანდა. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვაშია საქართვლოს სახემლმწიფო ტყეების 57.4%, რაც  დაახლოებით ორ მილიონ ჰექტარს შეადგენს.

სააგენტო შედგება ცენტრალური აპარატიდან და ცხრა რეგიონული სამსახურებისგან: კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა მთიანეთის სატყეო სამსახურები.

სააგენტოს  ცენტრალურ აპარატში სამი სამსახური და ორი დეპარტამენტია: ტყითსარგებლობისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტი, ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტი, საფინანსო და ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახური, იურიდიული სამსახური და შიდა კონტროლის სამსახური.

სააგენტოს მისამართია: საფოსტო ინდექსი: 0160;  ქ. თბილისი, გულუას ქ. № 6