მიზნები და ამოცანები

14 დეკემბერი 2013

ეროვნული სატყეო სააგენტო წარმოადგენს ტყის მართვაზე უფლებამოსილ ორგანოს, რომლის დაქვემდებარებაშიც თითქმის ორი მილიონი ჰექტარი ფართობია.

მისი ძირითადი მიზანი ამ ტერიტორიებზე ტყის მოვლა და აღდგენაა.  არანაკლებ მნიშვნელოვანია ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად ეროვნული სატყეო სააგენტოს პირველი რიგის ამოცანებს წარმოადგენს:

  • ტყის ფონდის მდგრადი მართვა - მისი სასარგებლო ფუნქციების შენარჩუნებისა და ამ ფუნქციებიდან საზოგადოებისთვის მაქსიმალური სარგებლის მიღების უზრუნველსაყოფად;
  • ტყის მოვლის, ტყის აღდგენისა და განახლების ღონისძიებების განხორციელება;
  • მრავალმიზნობრივი, ეფექტიანი და მდგრადი ტყითსარგებლობის დაგეგმვა;
  • ტყის ინვენტარიზაციის განხორციელება;
  • ტყის ფონდის კონტროლი.