ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება

ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება

ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფლებამოსილებებია:
ა) წარმართავს სააგენტოს საბუღალტრო საქმიანობას კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვას და გაცემას;
გ) მონაწილეობს ინვენტარიზაციის პროცესში და ახორციელებს ბუღალტრულ
აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვას;
დ) უზრუნველყოფს სააგენტოს პერიოდული ფინანსური ანგარიშგებისა და ბალანსის შედგენას და დანიშნულებისამებრ წარდგენას;
ე) ახორციელებს არაფინანსური აქტივების, მცირეფასიანი და სხვა მატერიალური მარაგების აღრიცხვას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

განყოფილების უფროსი - ეთერ რეხვიაშვილი

საკონტაქტო ტელეფონი: 275 3938

ელ. ფოსტა:

e.rekhviashvili@forestry.gov.ge