სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება

სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება

სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფლებამოსილებებია:
ა) სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს ძირითადი საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამართლებრივი პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
გ) სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შეთანხმება-ვიზირება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება (გარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) ან/და ვიზირება;
ვ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა;
ზ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

განყოფილების უფროსი - მამუკა ივანიაშვილი

საკონტაქტო ტელეფონი: 275 15 12

ელ. ფოსტა:

m.ivaniashvili@forestry.gov.ge