სატყეო ღონისძიებების უზრუნველყოფის სამმართველო

სატყეო ღონისძიებების უზრუნველყოფის სამმართველო

სატყეო ღონისძიებების უზრუნველყოფის სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას განხორციელებული სპეციალური ჭრებით ხე-ტყის დამზადების ორგანიზება;
ბ) სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;
გ) ხე-ტყის დამზადების საქმიანობის ფინანსური და ეკონომიკური ანალიზი;
დ) ხე-ტყის დამზადების მიმდინარეობის კოორდინაცია და კონტროლი;
ე) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებული ტექნიკური დავალების მომზადება;
ვ) ხე-ტყის დამზადების პროცესის რისკ-ფაქტორების გამოვლენა, ანალიზი და შეფასება;
ზ) დამზადებული ან/და დასამზადებელი მერქნული რესურსის რეალიზაციის მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერქნული რესურსის საკუთრებაში ან ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის მიზნით ელეტრონული აუქციონების ჩატარება ან სხვა ფორმით გადაცემის მიზნით შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
ი) უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

სამმართველოს უფროსი - ირაკლი გოცირიძე

საკონტაქტო ტელეფონი: 275 3931

ელ. ფოსტა:

i.gotsiridze@forestry.gov.ge