ტყის მოვლა-აღდგენის სამმართველო

ტყის მოვლა-აღდგენის სამმართველო

ტყის მოვლა-აღდგენის სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) ტყის მოვლისა და აღდგენის მიმართულებით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;
ბ) ტყის მოვლის ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგის ორგანიზება;
გ) ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგის ორგანიზება, ამ მიზნით სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე თესლის შეგროვების ორგანიზება;
დ) ტყის აღდგენისა და გაშენების პროექტების მომზადება;
ე) სააგენტოში წარმოდგენილი ტყის აღდგენისა და გაშენების პროექტების შეთანხმება და დასამტკიცებლად მომზადება;
ვ) სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებისათვის ტყეების მოვლისა და აღდგენა/გაშენების სფეროში მეთოდური დახმარების გაწევა;
ზ) ტყის მოვლის, აღდგენისა და გაშენების ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
თ) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

სამმართველოს უფროსი - სოლომონ ფიცხელაური

საკონტაქტო ტელეფონი: 2751040

ელ. ფოსტა:

s.phitskxalauri@forestry.gov.ge