ტყის აღრიცხვის სამმართველო

ტყის აღრიცხვის სამმართველო

ტყის აღრიცხვის სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) ტყის ფონდის საზღვრების დაზუსტების ან/და კორექტირების სამუშაოების კოორდინაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ბ) დადგენილი წესით, საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება;
გ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, სატყეო კვარტალებად, ლიტერებად (სატაქსაციო უბნებად) დაყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
დ) ტყის ფონდის მონიტორინგის ორგანიზება;
ე) ტყის ფონდთან დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება;
ვ) სარგებლობის უფლებით გასაცემი სხვა ობიექტის მომზადების ხელშეწყობა;
ზ) ტყის ფონდის აღრიცხვის ორგანიზება;
თ) ტყის ფონდის ტერიტორიის დარეგისტრირება საჯარო რეესტრში კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) ტყის მართვის გეგმების შედგენის ორგანიზება;
კ) ტყითსარგებლობისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტთან ერთად ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების შედგენა-განხილვის ორგანიზება, ტყითსარგებლობას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის ტექნიკური
დავალების შემუშავება;
ლ) საკუთარ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

სამმართველოს უფროსი - ვლადიმერ ვაშაკიძე

საკონტაქტო ტელეფონი: 275 3935

ელ. ფოსტა:

v.vashakidze@forestry.gov.ge