ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

2013 წლის 14 მაისს სატყეო სექტორი გამოეყო ენერგეტიკის სამინისტროს და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. ამ ფუნდამენტური ცვლილებების შედეგად შეიქმნა სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“, რომელშიც სატყეო სექტორის საკანონმდებლო და მართვის ფუნქციები გაერთიანდა. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვაშია საქართვლოს სახემლმწიფო ტყეების 57.4%, რაც დაახლოებით ორ მილიონ ჰექტარს შეადგენს.

სააგენტო შედგება ცენტრალური აპარატიდან და რეგიონალური სამსახურებისგან სადაც დღეისათვის 869 ადამიანია დასაქმებული. აქედან 83 მუშაობს ცენტრალურ აპარატში, ხოლო 786 რეგიონულ სამსახურებში.

სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ აქვს ცხრა რეგიონალური სამსახური: კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა მთიანეთის სატყეო სამსახურები.

სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შვიდი დეპარტამენტია: ადმინისტრაციული, ფინანსური, იურიდიული, ინფორმაციული ანალიზისა და მონიტორინგის, ტყის მოვლა-აღდგენის, ტყის აღრიცხვის და ტყით სარგებლობის დეპარტამენტები.

სააგენტოს მისამართია: საფოსტო ინდექსი: 0160; ქ. თბილისი, გულუას ქ. № 6