საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დარგვის აქცია ქუთაისში

ბეჭდვა

ქუთაისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში დარგვის აქცია გაიმართა. ჭავჭავაძის გამზირზე 80-მდე ფოთლოვანი სახეობის - იფანის ნერგი ქუთაისის მერმა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად დარგო. აქციას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მოსახელობაც შეუერთდა, რომლებიც ახალგაშენებული ნერგების მოვლა-პატრონობაზე თავად იზრუნებენ. აქცია ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანიც საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების და სოციალური პასიხისმგებლობის ამაღლებაა. ქუთაისის მერის თქმით, მსგავსი აქტივობები ადგილობრივ თვითმართველობას ქალაქის სხვა უბნებშიც აქვს დაგეგმილი.